სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ლომი-მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, დეპრესიისა და აგრესიის, ცდუნებების და შეცდომების მიზეზი გახდება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებს. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რადგან ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება.
კარგი დღეა მიტევებისა და შერიგებისთვის, დაივიწყეთ ყველა წყენა და სთხოვეთ პატიება ახლობლებს.
აკონტროლეთ ემოციები და გამონათქვამები, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და შეთანხმება. არ ღირს საქმის და პირადი ურთიერთობის ერთმანეთში არევა. მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, დღესასწაულებისა და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, არ ღირს მათი ზედმეტად გადაღლა.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ამეთვისტო და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.
