LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 54 ადამიანი ემსხვერპლა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 54 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება მოხდა პროთალიბანური პარტიის მიტინგზე ხაიბერ პახტუნხვაში, ავღანეთთან მოსაზღვრე პროვინციაში.

ხსენებულ მიტინგზე დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.