LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ოდესაზე თავდასხმაზე: „მსოფლიომ რუსეთს უნდა უპასუხოს, მისი შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს“

ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე რუსი სამხედროების თავდასხმას, უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამზე“ ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ რუსეთს უნდა უპასუხოს:

„რუსი ტერორისტები კვლავ თავს დაესხნენ პორტებს, მარცვლეულს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ყველა ოპერატიული სერვისი შესაბამისად, ეფექტიანად მუშაობდა.

მსოფლიომ უნდა უპასუხოს – როდესაც სამიზნე სამოქალაქო პორტებია, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ მას, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის, ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შეიძლება და უნდა შეჩერდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა დღეს დილით განახორციელა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში