ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას.
აკონტროლეთ ემოციები, მოჭარბებული აგრესია და იმპულსურობა. არ ღირს სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. არ ღირს თვალების ზედმეტად გადაღლა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ძოწი, ლალი, იაგუნდი, ქარვა და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები -დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
