მტკივნეულია გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღეებში ვერანაირი წყლის დონის მატება ან კლება.
„დღეს, მთელი დღის განმავლობაში უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს, თითქოს რაღაც დაფიქსირდა წინა დღეებში, ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც გვიწევს. ესეც უნდა იყოს პასუხგაცემული. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, გავერკვიეთ ისეთ დეტალებში, რომელშიც, ბუნებრივია, ადრე პირადად მე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა, კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ბევრი რაღაც ჩვენთვის რომ სიახლეა, კომპეტენცია არ გაგვაჩნდა, ასეთ დეტალებში ჩავედით.
მაგალითად, არსებობს ქვეყანაში ორასამდე სადგური, წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღეებში ვერანაირი წყლის დონის მატება ან კლება. ხან იძახიან, რომ შეგუბება, დაგუბება იყო, ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა, ესეც დეზინფორმაციაა, არც ერთი და არც მეორე შესაბამის მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია.
უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც აქვს კამპანიური ხასიათი. ბუნებრივია, ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ ტრაგედიას და სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, პარალელურ რეჟიმში არ უნდა გვჭირდებოდეს ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 17 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
„გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით” – ლერი ბარნაბიშვილი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია
ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ
შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში
