LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი  – საკმაოდ კარგი კვირაა. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ ყველა სფეროში გექნებათ წარმატების მიღწევის შანსი. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები, გამართოთ მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები. კარგი პერიოდია კონკურსებში, გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად და ლატარიის ბილეთების შესაძენად.

კურო –  მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და ახალი პროექტების დაწყებისგან, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისგან, უმჯობესია ისარგებლოთ შვებულებით და მეტი დაისვენოთ ან შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას, რათა არ გახდეთ კონფლიქტის მიზეზი.

ტყუპები – საინტერესო და მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტის და გონებამახვილობის გამოვლენას, ძველი პროექტების დასრულებას და ახალი იდეების განხორციელებას. კარგი პერიოდია სწავლისა და ცოდნის შესაძენად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, რთული საკითხების მოსაგვარებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ დაიზაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

კირჩხიბი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. თავი შეიკავეთ რისკისა და გრანდიოზული პროექტების განხორციელებისგან. არ ღირს მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება, რადგან არაა გამორიცხული სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგიქმნათ მოულოდნელმა ხარჯებმა. გადახედეთ ძველ საქმეებს, შესაძლოა, სწორედ მათი წყალობით მიიღოთ დივიდენდები და გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ლომი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ყველა სფეროში გექნებათ წარმატების შანსი. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და ლიდერის ფუნქციის შესრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, გავლენის სფეროების გაფართოებისა და ავტორიტეტის გასაძლიერებლად. მათ, ვინც რომანტიკულ თავგადასავლებს ეძებს, სწორედ ახლა აქვს ვარსკვლავური პერიოდი, რადგან დიდი შანსია გააბათ რომანი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება და სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

ქალწული – რთული და მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. თავი შეიკავეთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისგან, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები აქტიურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების და უსიამოვნებების შექმნას. არაა გამორიცხული თავი შეგახსენოთ ძველმა ვალებმა ან მოგიწიოთ ძველი დაპირებების შესრულება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რათა ნაკლები ზარალით გაიაროთ მძიმე კვირა.

სასწორი – რეფორმების და სიახლეების კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. სიახლე გელით ყველა სფეროში. არაა გამორიცხული გაგიჩნდეთ ახალი იდეები ან ახლებურად განახორციელოთ ძველი პროექტი, განაახლოთ ბინის ინტერიერი ან შეიძინოთ ახალი ბინა, გაიცნოთ ახალი ადამიანები და გაიჩინოთ ახალი პარტნიორები.

მორიელი – საკმაოდ დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე უმჯობესია დაისვენოთ და მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. არ ღირს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათი, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დავა აუცილებლად სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება. თავი შეიკავეთ ცინიზმისა და სარკასტული გამონათქვამებისგან, რადგან თქვენი „იუმორი“ მხოლოდ გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევს.

მშვილდოსანი – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და ახალი პროექტების განსახორციელებლად, რომანტიკული თავგადასავლებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი ნაცნობების შეძენისა და ძველ მეგობრებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად. მთავარია, არ დაიზაროთ, გააქტიურდეთ და გამოიყენოთ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

თხის რქა – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე  არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მეტი სიფრთხილე გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარს, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას. თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან. არ ღირს ჩვეული სიხისტის და სიჯიუტის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ.

მერწყული – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, სრულად გამოავლინოთ შემოქმედებითი პოტენციალი, რადგან სწორედ ახლა გაქვთ გრანდიოზული იდეების განხორციელების საუკეთესო შანსი. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უთანხმოებისა და კონფლიქტის მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, რომელიც არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, არამედ პროფესიონალურ განვითარებაშიც დაგეხმარებათ.

თევზები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე  არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული უმნიშვნელო დავა  დაპირისპირებითა და სერიოზული საქმის გარჩევით დასრულდეს. არ ღირს ახალი საქმის ან პროექტის დაწყება, რადგან ნებისმიერი წამოწყება აუცილებლად მარცხით დასრულდება.

გეომაგნიტური დღეები – 7, 9, 10 და 11 აგვისტო.