LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

სიბრძნის, სიკეთის გამოვლენის და სამართლიანობის დაცვის დღეა. თავი შეიკავეთ კამათისგან, ცინიკური და სარკასტული გამონათქვამებით გარშემომყოფთა პროვოცირებისა და გაღიზიანებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით უცხიმო თევზით და ხორცით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატის, მალაქიტის, ზურმუხტი, ონიქსი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.