ყველა ცნობილი საავტომობილო კომპანიის ისტორიაში მოიძებნება არაერთი ლეგენდარული მანქანა, რომელსაც ერთგული თაყვანისმცემლები დღემდე მთელი გულით აფასებენ. თავად ავტომწარმოებლებიც და მრავალრიცხოვანი ტუნერები ამ ფაქტით ხშირად სარგებლობენ.
მაგარი, თუმცა მორალურად მოძველებული ავტომობილების სრულყოფილად წარმოების აღდგენაზე საუბარი რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, შეზღუდული სერიები მათზე არსებულ მოთხოვნას ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებენ.
სწორედ ასე იბადებიან საკულტო სპორტქარების, სარბოლო ბოლიდების, კომპაქტური ჰეტჩბეკების და მასშტაბური მოდელების ახალი ვერსიები.






