LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონური ქალაქის პირველ კლასელებს ველოსიპედებს დაურიგებენ

შპროტავაში (პოლონეთი) ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ყველა პირველ კლასელს ველოსიპედს აჩუქებენ. ამ გზით ქალაქის მერიას მოსწავლეების მოტივირება სურს, რომ არაეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენებაზე მათ უარი თქვან მომავალშიც. პირველ რიგში კი რა თქმა უნდა, საუბარი ავტომობილზეა.

ფორმალურად ველოსიპედებს მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებამდე მისცემენ. ამ პერიოდში ტრანსპორტის გამოყენებას ისინი სკოლაში სასიარულოდ თუ სპეციალურ გაკვეთილებზე მისასვლელად შეძლებენ, შემდეგ კი ველოსიპედი მოსწავლის საკუთრებაში გადავა.

ევროპაში სხვადასხვა გზებს იგონებენ, რათა მომავალში ბავშვებს კერძო ავტომობილის გამოყენებაზე უარი ათქმევინონ. მაგალითად, ტალინში სკოლის მოსწავლეებს  ველოსიპედის საყიდლად 100-100 ევროს აძლევენ. ფულის მისაღებად ბავშვს სპეციალურ ველო-სკოლაში საგზაო მოძრაობის წესების კურსის გავლა სჭირდება.