LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი

მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას არავისთან არაფერი აქვს დასამალი.

პრემიერი ჩარტერზე: „არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა – მადლობა ღმერთს, მაქვს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული“

ღარიბაშვილის თქმით, „ჩარტერის ფული მამას მიზანმიმართულად გადაახდევინა, რათა „ქართულ ოცნებასა“ და წინა ხელისუფლებას შორის კონტრასტი წარმოეჩინა“.

„ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ რამე გაინტერესებთ. ელიტური კორუფცია ახსენეთ თქვენ, ვინც ეს გამოაქვეყნა, ეკა გიგაური საზოგადოებას შევახსენებ, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის პროცესში იყო ჩართული, მან გადაუხადა, თუ არ ვცდები, გარკვეული ბონუსები სპეცრაზმელებს და ა.შ. – ეს ცალკე თემაა, მაგრამ მეორე თემაა, რაც მინდა ვთქვა არავის არ გახსენებია და არც თქვენ, გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სააკაშვილის მთავრობის წევრი ბატონი კეზერაშვილი. მარტო ერთი კეზერაშვილი და მისი კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს.ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ჯარი, მთელი ევროპა გაძარცვა და ევროპის პენსიონერები, მილიარდ დოლარზე მეტი არის მოპარული და არავის კითხვა არ გიჩნდებათ. თქვენ ფინანსდებით ამ მოპარული, პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდება თქვენი ტელევიზია. ეს არის მთავარი პრობლემა“,- განაცხადა პრემიერმა.

„აუხსნელია, რატომ დაასანქცირა აშშ-მა – ამისთვის მტკიცებულებებია საჭირო, რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? ბიზნესმენია“ – პრემიერი

„სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: „ამერიკის შესახებ რაიმე აუგი არასდროს მითქვამს, პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა“