საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონგრესზე Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა.
რიგით მე-11 საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ კომპანიებთან და პოტენციურ დამკვეთებთან 30-მდე შეხვედრა გამართეს.
საქმიანი ტურიზმის სფეროში მთავარ ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად იმართება, წელს არაბთა გაერთიანებული საამიროდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და ყატარიდან 250-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
