აშშ-დან დაბრუნებული, მომღერალი ნინი შერმადინი ახალ კლიპს იღებს. ამის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
„კლიპის გადაღება ბაღდადში მიმდინარეობს.
ორი სიმღერაა, რომელიც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, გიორგი ცაავამ აარჩია. მუსიკა და ტექსტი მე მეკუთვნის.
ერთია – „Give me a reason“ და მეორე „I will take at home“, ამ ორ სიმღერაზე კლიპს თვითონ მიღებს, მაჩუქა და ვარ უბედნიერესი.
იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ბანკში ვმუშაობდი, ახალ ჩემი სკოლა სტუდია გავხსენი და ბავშვებს ვამზადებ, ამიტომ ამერიკაში საკუთარი შემოქმედებისთვის დრო არ მრჩება, აქ ფრთები მაქვს ხოლმე ბოლომდე გაშლილი და ვცდილობ, ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი დავუთმო ჩემს სიმღერასა და მუსიკას“, – აღნიშნა ნინი შერმადინმა.
ნინი შერმადინი ნინია ზვიადაძის რუბრიკაში #სტუმრად_ყავაზე
☕ ნინი შერმადინი ნინია ზვიადაძის რუბრიკაში #სტუმრად_ყავაზე
?️ „ჰაერსაც, ხალხსაც, საჭმელსაც, ყველაფერს სხვანაირი გემო და სურნელი აქვს. მე ყოველთვის მომეჩქარება, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ეს პერიოდი“
?#ნინია_ზვიადაძე
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ორშაბათი, 08 იანვარი, 2024
Je Suis Malade – საახალწლო ეთერში ნინი შერმადინმა ცნობილი სიმღერის საოცარი ვერსია შემოგვთავაზა
