ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 21 წლის ახალგაზრდა ბიჭის, ყოფილი მოსწავლის, ლაშა მიქელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე ლაშა მიქელაძე…
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა…
Posted by ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა on კვირა, 07 იანვარი, 2024
ამ თბილი, ღიმილიანი, სიკეთით და სიყვარულით აღსავსე ბიჭის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულში!“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
