სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში იტალიელი მომღერლების მიერ შესრულებული ქართული სიმღერის ვერსია გავრცელდა.
ჩიხლაძეების ცნობილ სიმღერას „კართან მოდგა შემოდგომა“ ინტერნეტ სივრცეში დიდი განხილვა და შეფასება მოჰყვა. ქართველ მსმენელები აღნიშნავენ, რომ იტალიურად სიმღერა ლამაზად ჟღერს, თუმცა ქართულს ვერ სჯობნის.
„რა ტკბილად ჟღერს, თბილი ტემბრი უხდება“, „იტალიურადაც ძალიან ლამაზად ჟღერს“, „რა გემრიელი შესრულებაა“, „ლამაზი შესრულებაა, მაგრამ ქართულს ვერ სჯობს“, – უწერენ კომენტარებში.
