LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.