LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლის ,,ოსკარების” გამართვისა და ნომინანტთა გამოცხადების თარიღები ცნობილია

ამერიკის კინოაკადემიამ, წლევანდელი ,,ოსკარების” გამართვიდან ერთი თვის თავზე, მომავალი დაჯილდოების გამართვისა და ნომინანტთა გამოცხადების თარიღები გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ 97-ე ,,ოსკარები” 2025-ის 2 მარტს გაიმართება, ნომინანტთა სია კი 17 იანვარს გამოქვეყნდება.

ჯერჯერობით შოუს წამყვანის ვინაობა არ ხმაურდება.

View this post on Instagram

A post shared by The Academy (@theacademy)

შეგახსენებთ, რომ 96-ე ,,ოსკარები”, რომელსაც ჯიმი კიმელი გაუძღვა, 10 მარტს შედგა. 2024 წლის მთავარი კინომოვლენის ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის ეპიკური ბიოგრაფიული ფილმი – ,,ოპენჰაიმერი” გახდა.