LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.