LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართებიან.

“საქართველო!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს: თელავში, ქუთაისა და ფოთში.