LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, – წერს ვანო ნადირაძე “ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.