LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟი დააკავეს – რეპერის კონცერტი მანჩესტერში ჩაიშალა

ნიკი მინაჟი ამსტერდამის აეროპორტში, მსუბუქი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავების პროცესში, ჰიპ ჰოპ შემსრულებელი ,,ლაივში” გავიდა. პირდაპირ ეთერში ისმის და ჩანს, თუ როგორ უარყოფს ბრალდებას და როგორ გადაჰყავთ ის სამართალდამცავებს განყოფილებაში.

ჰოლანდიის პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, “ნიდერლანდებიდან სხვა ქვეყანაში მსუბუქი ნარკოტიკების უკანონო ექსპორტისთვის“, მინაჟს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

შემთხვევა 24 მაისს მოხდა, როცა რეპერი ამსტერდამიდან მანჩესტერში მიემგზავრებოდა, სადაც 25 მაისს, მისი კონცერტი უნდა გამართულიყო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 41 წლის არტისტმა ინგლისში ჩასვლა დროულად ვერ შეძლო, რის გამოც დაგეგმილი შოუ დაქენსელდა. ინფორმაცია პერფორმანსის გაუქმების შესახებ, დამსწრეებს მაშინ მიაწოდეს, როცა ყველა უკვე სტადიონზე იყო შეკრებილი და ფავორიტი ვარსკვლავის სცენაზე გამოსვლას ელოდებოდა. 25 მაისს, მანჩესტერში დაგეგმილი კონცერტის გამართვის ახალი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად, ნიკი მინაჟი Pink Friday 2 World Tour-ის კონცერტებს, ევროპის მასშტაბით მართავს.

ნიკი მინაჟის ევროპული ტურნე მაისიდან დაიწყება

The Night Is Still Young – ნიკი მინაჟის სახალისო ჩელენჯი, რომელიც ხშირად უსიამოვნოდ მთვარდება