LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიშა ქისმა გულშემატკივარი იმ ოთახში შეახედა, რომელშიც კარიერის განმავლობაში მიღებულ ჯილდოებს ინახავს

ალიშა ქისმა ფართო აუდიტორიის ყურადღება 2001 წლის 10 აპრილს, სადებიუტო სინგლის – Fallin’ გამოშვებისთანავე მიიპყრო. სიმღერა მისი პირველი სტუდიური ალბომის – Songs in A Minor მთავარი ნამუშევარია, რომელიც დღემდე პოპულარულია.

მას შემდეგ, ამერიკელი მომღერლის წარმატებები არაერთ მისთვის მინიჭებულ ჯილდოში აისახა.

ახლახან, 43 წლის არტისტს, მეორე სტუდიური ალბომის – The Diary of Alicia Keys საიუბილეო, 20 წლის გამოცემისთვის, მე-16 ,,გრემი” გადასცეს. პრესტიჟულ ტიტულს მუსიკოსმა ადგილი იმ ოთახში მიუჩინა, რომელშიც კარიერის განმავლობაში მიღებულ ჯილდოებს ინახავს და მასში გულშემატკივარიც შეახედა. კადრებში ასევე ისეთი პრემიებით სავსე კარადა ჩანს, როგორებიცაა: MTV Europe Music Awards, MTV Video Music Awards, BET Awards და მრავალი სხვა.

View this post on Instagram

A post shared by Alicia Keys (@aliciakeys)

აღსანიშნავია, რომ ალიშა ქისი მიღებული მე-16 ,,გრემით”, დაჯილდოების ისტორიაში – მეოთხე ყველაზე დაჯილდოებული ქალი არტისტი გახდა. პირველი ხუთი ,,გრემი” მან 2002 წელს მიიღო. მაშინ ის ,,საუკეთესო ახალი არტისტად” დასახელდა, სადებიუტო დისკით – ,,საუკეთესო R&B ალბომის” ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო ფირფიტის ლიდ სინგლისთვის, ერთდროულად – ,,წლის სიმღერის”, ,,ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური პერფორმანსისა” და ,,საუკეთესო R&B სიმღერის” ნომინაციებში მოიგო.