LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დაისის ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსსკ 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსსკ 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.