LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა.

ვარდნის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.