LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონეტას ორი მხარე აქვს, ასეთია ჩემი ცხოვრებაც…“ – პატარა გაბრიელის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

240
BeFunky-collage-6

პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

“მონეტას ორი მხარე აქვს, ასეთია ჩემი ცხოვრებაც… მე მხოლოდ იმას განახებთ რისი დანახვაც თქვენ გინდათ… მომღიმარი გაბი და ტკბილი ცხოვრება.. თქვენ გგონიათ რომ გაბი არასდროს ტირის და სულ იცინის.. სიმართლე კი ძალიან მწარეა – გაბი 24 საათიდან 23 საათი ტირის და მე იმ ერთ საათს გიზიარებთ სადაც იცინის… გადაღლილი ვარ ენერგია გამოცლილი ვარ არც სახლის ლაგების თავი მაქვს გამწარებულზე ტირილით ვალაგებ როდის მეძინა ღამე ბოლოს აღარ მახსოვს დღის განმვალობაში დიდად არ ტირის მაგრამ ღამე მთელი ღამე სულ ტირის, რადგან შია .. ცოტას ვაჭმევ მაგრამ ბევრიც რომ ვაჭამო მაგას მნიშვნელობა არ აქვს თუ ბევრს ვაჭმევ კუჭში აღარაფერი დარჩება და ნახევარ საათში ისევ მომთხოვს საჭმელს, ბოლო კოვზს რომ ვაძლევ პირს ვწმინდავ და უკვე ხვდება რომ ეს ბოლოა ეგრევე პანიკურად ტირილს იწყებს.

წარმოიდგინეთ ბავშვი სულ ტირის ეგ რამხელა სტრესია, მაგრამ რომ იცი შია და მაგიტომ ტირის ეგ კიდევ უარესი… ცოცხალ მკვდრები დავდივართ მე და ჩემი ქმარი.. გაბი მხიარული ბიჭია მაგრამ როცა კუჭი ცარირლი გაქვს ვერ იქნები ბედნიერი, როგორც კი შეჭამს ეგრევე სიცილის ხასიათზე მოდის მაგრამ ცოტახამში ისევ იწყება ჩვენი ჯოჯოხეთი… ერთი სული მაქვს როდის ჩაუბრუნებენ ნაწლავს მიუხედავად იმისა რომ ოპერაცისს მეშინია… მაინც ერთი სული მაქვს… დავიღალე მეც მამაც და გაბიც. ბავშვს ვერაფერს ვეტყვით თოთო ბავშვს რომელდაც შია რა უნდა უთხრა? ამიტომაც ერთმანეთი დავჭამეთ… არავის ვუსურვებ იმის გავლას რასაც ახლა ჩვენ გავდივართ.. და რატომ გაეყინა წონა? სულ ტირის ამის გამო ის ვნეური კვებაც კი გამოდის სითხის სახით.

ეს კვირა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ექიმს ვთხოვე რამე დამაშვიდებლი გაბისთვის ძილი რომ დაერეგულირებინა, თუმცა არ გვირჩია იქნებ თავისით დაულაგდესო… ნორმალური ცხოვრება მენატრება. მიყვარს ცხოვრება გაბისთან ერთად, მაგრამ არ მასვენებს ფიქრი – რა მოხდებოდა რომ ეს ყველაფერი არ გადამეტანა, განა რა დავაშავეთ”, – წერს თაკო ბარბაქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები