საქართველოში კარგად ცნობილ 1994 წლის გახმაურებულ ამბავზე, როდესაც ლექტორმა რეზო ბაქრაძემ ქვეყანა 33 სტუდენტთან ერთად დატოვა, ახალ დეტალებს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძესთან ინტერვიუში უშუალო მონაწილეები იხსენებენ.
საზოგადოებაში წლების განმავლობაში არსებობდა ვერსია, თითქოს ახალგაზრდები მოტყუებით გაიტაცეს. ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს ინტერვიუს იმ ორ ქალბატონთან, რომლებიც მაშინ ჯგუფთან ერთად გაემგზავრნენ.
ინტერვიუში რესპონდენტები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდა მათი ცხოვრება საზღვარგარეთ.
„დღეს თქვენ მოისმენთ ისტორიას, რომელზეც უკვე ათეულობით წლებია საუბრობენ. დღეს თქვენ მოისმენთ იმ ადამიანების პოზიციას და ინტერვიუს, რომლის მოსმენაც წლების განმავლობაში ძალიან გინდოდათ.
საუბარი მაქვს იმ სტუდენტებზე, რომლებიც თითქოსდა 1994 წელს ლექტორმა გაიტაცა, წლების განმავლობაში ჰყავდა მონობაში და რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი გაგვიგია.
მოისმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია თავის მართლას საუბრობენ, მაგრამ რატომღაც მათ არ ვინ უსმენს და რატომღაც მაინც ყველა მხოლოდ ერთი მხრიდან საუბრობს. თუმცა მედალს აქვს მეორე მხარე და ეს მეორე მხარე დღეს ჩემი ვიდეოდან გაჟღერდება.
1994 წელს რეზო ბაქრაძემ 33 სტუდენტთან ერთად საქართველო დატოვა.
მაია ბერიძიშვილი და ლიკა გადრანი არიან ის ქალბატონები, რომლებიც თითქოსდა თბილისელმა ლაქიამ გაიტაცა. სწორედ ამ ადამიანების ინტერვიუს მოისმენთ დღეს“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.
