ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა თამუნა მუსერიძის პოდკასტს „ვეძებ“ ესტუმრა, სადაც შვილის შესახებ ისაუბრა.
როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, წლების წინ, ექიმებმა მის ორი დღის დაბადებულ გოგონაზე უთხრეს, რომ გარდაიცვალა.
მარინა კაჭარავამ ასევე აღნიშნა, რომ ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იმავე სამშობიაროში მომხდარი ისტორიები მოისმინა.
„ეს ჩემი ჩუმი ტრაგედიაა. დაიბადა გოგონა, დავინახე, მისი თვალები ცისფერი იყო…
ეს ისტორია არის ჩვენი ოჯახის ტრაგედია, მან ორი დღე იცოცხლა. ბავშვი დაიღუპა, მაგრამ რომც ეცოცხლა მაინც არ ივარგებდაო, 6-თვიანი დაიბადა, იმდენი პრობლემა ექნებოდა, მადლობა უნდა თქვა ასე რომ მოხდაო..ორი დღე-ღამე მე იქ ვიყავი და ველოდებოდი სასწაულს…
ეს ჭრილობა გაიხსნა მაშინ, როდესაც მოვისმინე ისტორიები ზუსტად ამ წლებში მომხდარი, იმავე სამშობიაროში…“-აღნიშნა მარინა კაჭარავამ.
„მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ კუთხით მოგვიწევდა საუბარი,“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.
