მარნეულში შვილის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივი უცნობია.
რადიო მარნეული სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არა მხოლოდ დედა, არამედ ქალის ძმაცაა და მას დაზიანება იმის გამო მიაყენეს, რომ უცხო პირმა მისი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, უცხო პირი დაზარალებულს ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.
“ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო. სურათების შესახებ ინფორმაცია გოგოს ოჯახის წევრებმაც გაიგეს, რისთვისაც ქალს ძალადობის ნიადაგზე ჭრილობა მიაყენეს. მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის დედა და ძმა იმყოფება, რომლებიც დანაშაულს ერთად აღიარებენ. დედა ამტკიცებს, რომ მან დაჭრა, ხოლო ძმა საკუთარ თავზე იბრალებს”, — წერს რადიო მარნეული
