LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელტროუ მსახიობობაზე უარს ამბობს

116

გვინეტ პელტროუმ ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებზე ისაუბრა: როგორც გაირკვა, მსახიობი უარს ამბობს კინოზე და მთელს დროს ბიზნესს დაუთმობს. გადაცემის The Today Show ფარგლებში, ვარსკვლავმა განაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით ემშვიდობება მსახიობობას და მთელს დროს საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციას დაუთმობს.

აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი პელტროუ არამარტო წარმატებული მსახიობი, არამედ საკმაოდ კარგი ბიზნეს-ლედია: 2008 წელს მან საკუთარი lifestyle-ბრენდი, Goop ჩამოაყალიბა.

გვინეტის თქმით, ის სამუდამოდ კინოზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ამ ეტაპზე მას ეკრანზე გამოჩენა აღარ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები