LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ისეთი ლამაზი იყო, ეს იყო სიყვარული ერთ ნახვით… დღემდე მიყვარს!“ – გვინეტ პელტოუ ბრედ პიტზე

3157
page

გვინეტ პელტროუმ კვლავ ბრედ პიტის შესახებ ისაუბრა. 53 წლის მსახიობმა პოდკასტში, Friends Keep Secrets ყოფილ საქმროსთან ურთიერთობის დასრულება გაიხსენა.

„უბრალოდ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ორივე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ვმუშაობდით.

ის ძალიან ლამაზი იყო. მგონი, 31 წლის იყო, მე კი 22 წლის. შესანიშნავი ადამიანია და მე ის დღემდე მიყვარს, ის ჩემი მეგობარია. ძალიან რთული იყო მასთან დაშორება, თუმცა გარდაუვალი. ძალია დამწუხრებული ვიყავი“, – გაიხსენა გვინეტმა.

„ჩვენ ბრედზე ვჭორაობთ ხოლმე“ – როცა შენი ყოფილი ბრედ პიტია და ეს ფაქტი მრავალი წლის შემდეგაც არ გაძლევს მოსვენებას

ცნობისთვის, გვინეტი და ბრედი 90-იანებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილადაც იყვნენ შერაცხილნი. მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ 1997 წელს ნიშნობაც კი ჰქონდათ, თუმცა ის მალევე ჩაიშალა.

„ბრედს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს და ის იმაზე სულელია, ვიდრე თქვენ გგონიათ“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნიდან მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

„რესტორანში რომ მივდიოდით და ჩვენთვის ხიზილალა მოჰქონდათ, ბრედისთვის იმის ახსნა მჭირდებოდა, თუ რა იყო ეს“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნი გამოსვლამდე კრიტიკის ობიექტი ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები