LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეფექტი, რომელიც iPhone SE-ს მფლობელებმა აღმოუჩინეს

57

ცოტა ხნის წინ გამოსული iPhone SE-ის მფლობელებმა სმარტფონის დეფექტზე ისაუბრეს. კერძოდ კი საქმე ხმასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება, რომელიც Bluetooth-თან ან უსადენო აღჭურვილობასთან მიერთების დროს წარმოიქმნება, რაც ავტომობილში მისი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კომპანიაში ეს პრობლემა კონკრეტული ავტომობილის მიზეზით დასახელდა, გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ზემოთხსენებული დეფექტი BMW-ს, Chevrolet-ს, Chrysler-ის, Dodge-ის, Ford-ის, Hyundai-ს, Infiniti-ს, Jeep-ის, Kia-ს, Mercedes-Benz-ის, Nissan-ის, Subaru-ს, Toyota-ს, Volkswagen-ისა და სხვა ფირმის ავტომობილის მფლობელებს შეექმნათ.

მოგვიანებით კი, Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები