ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე პოპულარული პერსონაჟი, ჯონ სნოუ მკვდარია, ოფიციალურად დადასტურდა. თაყვანისმცემლები დიდხანს იმედოვნებდნენ, რომ მათი მოლოდინი გამართლდებოდა და სცენარისტებიც მილიონობით ადამიანის თხოვნას გაითვალსიწინებდნენ და ჯონ სნოუს „გააცოცხლებდნენ“.
„რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ჯონ სნოუ მკვდარია! ის მეხუთე სეზონში საბოლოოდ მოკვდა. მესმის, რომ გინდათ იცოდეთ, რა იქნება მეექვსე სეზონში, მაგრამ სერიალის გამოსვლამდე ვერაფერს გეტყვით“, -განაცხადა მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა.
მან ისიც დაამატა, რომ მაყურებელს ურჩევს, მოითმინოს და დაელოდოს მე-6 სეზონს, რომელიც 26 აპრილს გამოვა, მანამდე კი ჰარინგტონის ნახვა ლონდონის თეატრში, სპექტაკლ „ფაუსტის“ პრემიერაზე იქნება შესაძლებელი.