LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან…“ – ნატალია ქუთათელაძე მამას იხსენებს

474
ნატალია ქუთათელაძე მამაზე

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე გადაცემას „პირველი სტუდიო“ სტუმრობდა, სადაც გარდაცვლილი მამა ემოციურად გაიხსენა.

გადაცემაში მან გენეტიკურ მსგავსებასა და იმ სინანულზე ისაუბრა, რაც მამის გარდაცვალების შემდეგ დარჩა.

„მე ძალიან ვგავარ მამაჩემს, მგონი, ყველანაირად, ამ ბოლო დროს, ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს და არანორმალური მსგავსება მაქვს, ხასიათითაც ქუთათელაძე ვარ, მათი ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, გენეტიკის პირველ რიგში, რაღაც კარგი შერწყმა მოხდა…

მამაჩემიც ძალიან მუსიკალური იყო, არაჩვეულებრივად უკრავდა, მისი საყვარელი სფერო უფრო ჯაზი იყო… ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანი იყო, ახლა ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან ერთად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები