LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: „ვრცელ­დე­ბა ძა­ლი­ან მდა­ბიო იუ­მო­რით გა­კე­თე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მცდე­ლო­ბაა ნა­ნის და­ცინ­ვის..უკი­დუ­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვჭირს, თით­ქოს ერ­თმა­ნე­თის და­სა­მა­რე­ბით ვხა­რობთ“

4595
ნატალია ქუთათელაძე

მომღერალი ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ნანი ბრეგვაძის შესახებ „აი უც­ნო­ბის“ ფე­ის­ბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება.

ვი­დეო-შარ­ჟი სა­ხელ­წო­დე­ბით „ნანი ოფენ ეარ­ზე 2027“, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და მასში ჩანან აქ­ცი­ე­ბი­ს დროს და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ვის ფონზეც ნანი ბრეგ­ვა­ძე სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებს.

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ნაც­ნო­ბე­ბო თუ უც­ნო­ბე­ბო, ვრცელ­დე­ბა ძა­ლი­ან მდა­ბიო იუ­მო­რით გა­კე­თე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მცდე­ლო­ბაა ნა­ნის და­ცინ­ვის.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს, პორ­ტა­ლებს და ფბ გვერ­დებს, თავი შე­ი­კა­ვოთ გავ­რცე­ლე­ბის­გან, ამით თქვენ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობთ ამ უნი­ჭო­ბას და ხელს უწყობთ ეს ამ­ბა­ვი გახ­დეს სა­ლა­პა­რა­კო. ნა­ნის არა­ვი­სი დაც­ვა არ სჭირ­დე­ბა, ის დიდი ღირ­სე­ბის და სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნია.

ზო­გა­დად, უკი­დუ­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვჭირს, თით­ქოს ერ­თმა­ნე­თის და­სა­მა­რე­ბით ვხა­რობთ… ეს კი, ნამ­დვი­ლად ტრა­გე­დი­ამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

მარ­თა­ლია “ოც­ნე­ბის” პო­ლი­ტი­კამ მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე, მაგ­რამ ჩვენ თა­ვად ხელს ვუ­წყობთ, უფრო მე­ტად და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ ერ­თმა­ნეთს.

მოკ­ლედ გთხოვთ, ჩემი ოჯა­ხის თხოვ­ნა/მო­თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და ამ სა­ცო­და­ვი, გამ­წა­რე­ბუ­ლი, უკვე უნი­ჭო კა­ცის ნა­ბოდ­ვარს ნუ შე­უ­წყობთ ხელს გავ­რცე­ლე­ბა­ში.

მად­ლო­ბა,“ – წერს ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები