LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მიყვარს ისეთი კითხვები, რამაც შეიძლება მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს… ძალიან ემოციური ვარ“ – თიკა ჯამბურია „არტ-FM“-ში

149
თიკა-ჯამბურია

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ თიკა ჯამბურია სტუმრობდა, რომელმაც კარიერის ახალ ეტაპზე, ტელეწამყვანობაზე, ასევე სამომავლო მუსიკალურ გეგმებზე ისაუბრა.

თიკა, მალე წამყვანის ამპლუაში მოგვევლინები, მოგვიყევი პროექტის შესახებ.

ამ ყველაფერს ძალიან მალე მაყურებელი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იხილავს. ძალიან მიხარია და ძალიან მომწონს, რაც იწყება და რისი მონაწილეც ვარ. ეს იქნება პირველი სამედიცინო რეალითი შოუ, სადაც დამოკიდებული ექვსი მონაწილე იქნება და ისინი თავიანთ ისტორიებს მოჰყვებიან. იქნებიან მაგალითები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ებრძვიან სხვადასხვა ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე, თამაშზე დამოკიდებულებას.

თომა მალაკმაძე არის პროექტის იდეის ავტორი და მადლობა, რომ მე გავახსენდი.

ზოგადად, იშვიათად გხედავთ მედიაში, იშვიათად დადიხარ სტუმრად, ამიტომ გამიკვირდა, რომ წამყვანობას დათანხმდი… როგორ დაგითანხმეს?

ძალიან მომეწონა თვითონ იდეა, ძალიან განსხვავებულია, არ გავს არაფერს, რაც საერთოდ დღეს ეთერში გადის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ირგვლივ სულ სკანდალები და მითქმა-მოთქმაა, არ მიყვარს სკანდალურ გადაცემებში მისვლა, ისეთი კითხვები, რამაც მითქმა-მოთქმა შეიძლება, რომ გამოიწვიოს, რადგან ყველაფერზე მეკიდებიან და ვცდილობ, რომ ნაკლებად მივცე ამის საშუალება ადამიანებს.

ეს იქნება ის პროექტი, რომელიც მგონია, რომ ადამიანების გულთან ძალიან ახლოს უნდა მივიდეს.

იმან მომხიბლა, რომ წვლილი მექნება, ამ ადამიანებს დახმარების ხელი გავუწიო. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება.

შენს შემოქმედებაზე რომ ვისაუბროთ, როდის გვექნება შესაძლებლობა, რომ შენს კონცერტს დავესწროთ?

აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა, რადგან ეს არის ჩემს სამომავლო გეგმებში, თუმცა ჯერ არ დაწყებულა ამაზე არც ფიქრი, არც მომზადება, უბრალოდ, ვიცი, რომ ეგ დღეც დადგება.

18 ოქტომბერს „ტატუზაში“ იქნება ჩემი და ირინა ბაირამაშვილის ახალი პროექტის პრეზენტაცია, სამწუხაროდ, ეს იქნება მხოლოდ მოწვეული სტუმრებით, თუმცა სამომავლოდ, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება სურვილი, რომ მოუსმინოს ჩვენს კოლაბორაციას, აუცილებლად მივცემთ ამის საშუალებასაც.

უცხოენოვანი სიმღერის მღერა უფრო გიყვარს თუ ქართულის?

ქართულის და სულ ვამბობ, რომ რატომღაც არ მჯერა, რომ შეიძლება ქართველმა ქართულზე კარგად იმღეროს უცხოური სიმღერა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ იმღერებს ქართულ სიმღერას ისე გულით, როგორც ჩვენ, ამიტომ მგონია, რომ ქართული სიმღერა ბევრად კარგად გამომდის, ჩემთან ბევრად ახლოსაა და საერთოდ, მიყვარს ძალიან. ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს, წინ წამოიწია ქართული სიმღერების პოპულარიზაციამ ახალგაზრდებში.

ძალიან პოპულარული იყავი პატარაობიდანვე, როგორ ფიქრობ ეს დადებითად მოქმედებს ადამიანზე თუ პირიქით, ჯობია, რომ დიდ ასაკში გახდე ასეთი პოპულარული?

ჩემი აზრით, ჯობია, რომ დიდ ასაკში გახდე პოპულარული.

რა სირთულეები მოსდევს ამ ყველაფერს?

ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს ცხოვრებაში, სულ უნდა აკონტროლო შენი ყველა ქცევა, შენი ყველა ნაბიჯი, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ არ ვარ დაკომპლექსებული…

მე არ მახსოვს, რომ ვინმეს დაწერილ კომენტარს გამოხმაურებოდი…

არის ხოლმე ასეთი შემთხვევებიც, რადგან ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ, თუმცა მერე, ვზივარ და ყველაფერს ვაანალიზებ, სხვისი გადმოსახედიდან შევხედავ ხოლმე სიტუაციას და ძალიან მარტივად ვმშვიდდები და ვალაგებ ყველაფერს.

არ ვიცი, სხვის შემთხვევაში როგორ იქნებოდა კარგი, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ბავშვობიდან პოპულარული ვარ, ამას ძალიან კარგად ვიყენებ საჩემოდ ყოველთვის.

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები