არიანა გრანდემ და ჯონ ემ. ჩუმ ახალი კინოპროექტისთვის ძალები კვლავ გააერთიანეს. სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რითაც დადასტურდა, რომ პოპ-ვარსკვლავი რეჟისორთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობს ხმის ჩაწერაზე ახალი ანიმაციური მიუზიკლისთვის – Oh, The Places You’ll Go!.
ფილმი ეფუძნება საბავშვო მწერლის, დოქტორ სიუზის 1990 წლის ამავე სახელწოდების საკულტო წიგნს და მასში მსახიობი, ჯოშ გედიც არის ჩართული. ეს უკანასკნელი მაყურებელმა ანიმაციაში – Frozen ოლაფის პერსონაჟით შეიყვარა.
ფილმის მუსიკაზე მუშაობს ,,ოსკარისა” და ,,ტონის” ლაურეატი დუეტი – ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი, რომელთაც ეკუთვნით ჰიტები ფილმებიდან – La La Land და The Greatest Showman.
პროექტის ზურგს უმაგრებს რეჟისორი და პროდიუსერი, ჯეი ჯეი აბრამსი და მისი სტუდია – Bad Robot.
კინოკომპანია – Warner Bros. Pictures Animation-ის გადაწყვეტილებით, ფილმის მსოფლიო პრემიერა IMAX-ის თეატრებში, 2028 წლის 17 მარტს იგეგმება.
ცნობისთვის, ეს არიანა გრანდესა და ჯონ ემ. ჩუს მეორე მასშტაბური კოლაბორაციაა კინომიუზიკლის – Wicked შემდეგ.