1-ელ სექტემბერს, ლონდონში, ტურნე, რომლითაც არიანა გრანდე 6 წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა, ოფიციალურად დასრულდა. როგორც თავად არტისტმა განაცხადა, ამიერიდან გეგმავს დროებით ჩამოშორდეს საზოგადოებრივ აქტივობებსა და ყურადღების ცენტრს, რათა დაისვენოს და დრო საკუთარ თავს დაუთმოს. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, გაირკვა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ფილმის, Focker-In-Law სარეკლამო კამპანიაში.
ინფორმაცია ამის შესახებ Billboard-მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს არ უშლის გამოჩნდეს ახალი ფილმის პრესკონფერენციებსა და პრომო-ღონისძიებებში. ჟურნალის განმარტებით, არიანას ძალიან ეამაყება ახალი ნამუშევარი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და გადაწყვიტა პაუზის მიუხედავად, მაინც დაუშვას გამონაკლისი.
გარდა ამისა, გრანდე კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდზე, R.E.M. Beauty.
Focker-In-Law ცნობილი კომედიური ფრენჩაიზის, Meet the Parents მეოთხე ნაწილია, რომელიც ეკრანებზე, 25 ნოემბრიდან გამოჩნდება. არიანას სახით ფილმში ახალ პერსონაჟს ვიხილავთ.
არიანა გრანდე, რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ფილმის – Focker In-Law თრეილერში