LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსის უახლესი შავ-თეთრი ფოტოსესია – არტისტმა ახალი ალბომი დააანონსა

მაილი საირუსის მუსიკალურ კარიერაში სიახლეებია.

ცნობილი გახდა, რომ არტისტმა ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება Atlantic Records-თან, რომლის ქვეშ უახლოეს მომავალში, ახალ ალბომს გამოსცემს.

შემსრულებელმა კარიერის ახალ ეტაპსა და მომავალ მუსიკალურ პროექტზე, ჟურნალ – Wonderland-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალბომი, რომელიც 10 სიმღერას გააერთიანებს, რომანტიკულ გრძნობებსა და საკუთარი თავის სიყვარულს მიეძღვნება.

Wonderland-ის სპეციალური გამოცემისთვის საირუსმა ექსკლუზიური, შავ-თეთრი ფოტოსესია მოაწყო და წამყვანი ბრენდების, მათ შორის Yves Saint Laurent-ის სამოსი მოირგო.

ფოტოებში მაილი წარდგა როკ-ენ-როლისა და კლასიკური გლამურის ნაზავით, რაც იდეალურად გამოხატავს მისი ახალი მუსიკალური ერის დაწყებას.

View this post on Instagram

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus)

View this post on Instagram

A post shared by Wonderland (@wonderland)