LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივი უანდერმა საკულტო ალბომის – Songs in the Key of Life 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიო ტურნე დააანონსა

,,გრემის” 25-გზის ლაურეატმა, ლეგენდარულმა მუსიკოსმა, სტივი უანდერმა საკულტო ალბომის – Songs in the Key of Life გამოსვლიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ტურნე დააანონსა. 1976 წელს გამოშვებული ორმაგი ალბომი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრადაა აღიარებული.

ტურნე სტარტს მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ბირმინგემში აიღებს. შემოდგომის განმავლობაში მომღერალი ეწვევა ასევე ისეთ დიდ ევროპულ ქალაქებს, როგორებიცაა: პარიზი, კოპენჰაგენი, ოსლო, სტოკჰოლმი, ამსტერდამი და დუბლინი, შემდეგ კი კვლავ ბრიტანეთს დაუბრუნდება და კონცერტებს, ლონდონსა და მანჩესტერში გამართავს.

19 ნოემბრიდან პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს, სადაც პერფორმანსები ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და დეტროიტში ჩატარდება. ტურნეს გრანდიოზული ფინალი 19 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში შედგება.

უნიკალურია ის ფაქტი, რომ 76 წლის მუსიკოსი ყველა შოუზე 17-ტრეკიან ალბომს თავიდან ბოლომდე, ცოცხლად შეასრულებს. კონცერტებზე გაჟღერდება უკვდავი ჰიტები, მათ შორის: Isn’t She Lovely, I Wish, Sir Duke და As.

View this post on Instagram

A post shared by Stevie Wonder (@steviewonderlegacy)

მუსიკალური კრიტიკოსები ამ მოვლენას ისტორიულს უწოდებენ, რადგან ალბომმა თავის დროზე სტივი უანდერს რიგით მესამე ,,გრემი” მოუტანა „წლის ალბომის“ ნომინაციაში, გაიყიდა 10 მილიონზე მეტი ასლი და შეყვანილია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ აუდიო-ჩანაწერების რეესტრში.