LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nirvana MTV Video Music Awards-ზე მაიკლ ჯექსონის სახელობის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს

ლეგენდარული როკ-ჯგუფი – Nirvana MTV Video Music Awards-ის სპეციალური პრემიის – „ვიდეო ავანგარდის ჯილდოს“ წლევანდელ რეციპიენტად დასახელდა.

MTV-იმ ეს გადაწყვეტილება სიმბოლურად 9 სექტემბერს, ზუსტად იმ დღეს გამოაცხადა, როცა 1992 წელს ჯგუფი პირველად წარდგა დაჯილდოების სცენაზე.

ამასთან, ეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან მაიკლ ჯექსონის სახელობის პრესტიჟული ჯილდო, რომელიც მუსიკალური ვიდეოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა, ბოლო ათწლეულებში ძირითადად პოპ-შემსრულებლებს ხვდებოდათ წილად, ,,ნირვანას” აღიარებით კი MTV როკ-მუსიკის უდიდეს მემკვიდრეობას უბრუნდება.

საინტერესოა, რომ Nirvana მეორე როკ-ჯგუფია Duran Duran-ის შემდეგ, რომელიც ამ უმაღლეს ჯილდოს მიიღებს.

ჯგუფის მემკვიდრეობის აღნიშვნისთვის სპეციალური პერფორმანსიც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბენდის კლასიკური შემადგენლობის ორი ცოცხალი წევრი, დეივ გროლი და კრისტ ნოვოსელიჩი მიიღებს.

ჯგუფის დამფუძნებელი, სოლისტი და გიტარისტი, კურტ კობეინი 1994 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა.

MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით მადონა ლიდერობს

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 43-ე დაჯილდოება, 27 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. შოუს, სნუპ დოგი წაიყვანს.

View this post on Instagram

A post shared by Video Music Awards (@vmas)

ცნობისთვის, MTV Video Music Awards-ზე, საპატიო პრემია – Video Vanguard Award – მუსიკალურ ვიდეოებსა და პოპ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გავლენისთვის, შემსრულებლებსა და რეჟისორებს, 1984 წლიდან ენიჭებათ. 1991 წელს ჯილდოს მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად, პოპის მეფის სახელი ეწოდა. პრემიის შარშანდელი რეციპიენტი – მერაია ქერი გახლდათ.