LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით საქართველოში 28 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული პაციენტი 10 მოქალაქე, დედაქალაქში გარდაიცვალა, შემდეგი არის აჭარა და იმერეთი.

მეზვრიშვილის ინფორმაციით:

თბილისში – 10 ადამიანი,

აჭარაში – 7,

იმერეთში – 7,

შიდა ქართლში – 2,

ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი 1 791 შემთხვევა დადასტურდა. აქედან  532 შემთხვევა თბილისში, 369 – აჭარაში, 392 – იმერეთში გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეის მდგომარეობით,  2 413 პაციენტი განიკურნა.

დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 40 727-ს შეადგენს.