LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 40 727-მდე გაიზარდა.  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით 2 413 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 გარდაიცვალა.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში  532 შემთხვევა,

აჭარაში – 369,

იმერეთში – 392,

ქვემო ქართლში – 86,

შიდა ქართლში – 62,

გურიაში – 29,

სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187,

კახეთში – 57,

მცხეთა-მთიანეთში – 0,

სამცხე-ჯავახეთში – 56,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 21.

 

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 046, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი – 503, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი – მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 77. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 – აჭარაში, ხოლო 826 – თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.