LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

445 ახალი შემთხვევა თბილისში, 369 აჭარაში და 295 იმერეთში – კორონავირუსი რეგიონების მიხედვით

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირების კიდევ 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 იმერეთში გამოვლინდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სიჭინავას ინფორმაციით:

ქვემო ქართლი – 76,

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი – 66,

მცხეთა-მთიანეთი – 23,

შიდა ქართლი – 23,

კახეთი – 20,

სამცხე-ჯავახეთი – 18,

გურია – 15,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

 

“372 მძიმე პაციენტი გვყავს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი. 1772 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში. მათ შორის 1119 აჭარის რეგიონში, თბილისში კი 500. 6544 ადამიანი მკურნალობის კურს გადის ბინაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9003-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანია გარდაცვლილი.

 

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა