ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 172-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამავე გვერდის მიხედვით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსი კიდევ 337 პაციენტმა დაამარცხა. საქართველოში კორონავირუსისგან სულ 9003 ადამიანი განიკურნა.
