LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში სულ კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი კიდევ 337 პაციენტმა დაამარცხა. საქართველოში კორონავირუსისგან სულ 9003 ადამიანი განიკურნა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 172-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

დადასტურებული შემთხვევების გადანაწილებზე რეგიონების მიხედვით და ეპიდსიტუაციაზე კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდება.