LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ 100 ათას უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს – რას წერს უცხოური მედია

დღეს ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ორმა ოფიციალურმა პირმა როგორც თქვა,  პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში უკრაინიდან 100 000 ლტოლვილს მიიღებს. 

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, რაოდენობა შეიცვალოს. ამას გარდა, მათ თქვეს, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე ლიდერები გააფრთხილებენ რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნის დატოვება 3.6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია.

ამ დროისთვის, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.