უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ 5 ქვეყანას ასახელებს, ვისთანაც ამჟამად უსაფრთხოების გარანტიებზე აქტიურად საუბრობენ.
დმიტრი კულებას განცხადებით, განიხილება უსაფრთხოების კონკრეტული გზებიც.
“უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან მისი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”.– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოჩნდით თქვენი ქალაქების ქუჩებში, შევღებოთ მსოფლიო ყვითელ და ლურჯ ფერებში - კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
"ვიმეორებ პრეზიდენტი ზელენსკის მოწოდებას მსოფლიოს ყველა თავისუფალი ადამიანის მიმართ: დღეიდან, 24 მარტიდან უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი ქალაქების ქუჩებში გამოჩნდით", - წერს კულება.
კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მოსკოვი უკრაინისგან მიუღებელ დათმობებს ითხოვს, უკრაინა კი მხოლოდ სამი რამით არის დაინტერესებული: ეს არის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ყირიმისა და დონბასის ფარგლებში და ცეცხლის შეწყვეტა, მტრის ჯარების გაყვანა.
კითხვაზე, რას გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს:
“ესპანეთის, როგორც ნატოს წევრის უსაფრთხოების გარანტია არის მე-5 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ თუ ვინმე თავს დაესხმება მას, ყველა სხვა წევრი (ალიანსის) დაიცავს მას. ჩვენ გვინდა რაღაც მსგავსი. ანუ, თუ ვინმე თავს ესხმის უკრაინას, ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, მოუწევთ 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნონ ყველა საჭირო იარაღი, მიიღონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აგრესიის შეჩერების და სანქციების დაწესების მოთხოვნით”.– ამბობს მინისტრი.
მისივე თქმით, ჩამოთვლილი ქვეყნები დადებითად უყურებდნენ ამ იდეას, საკითხი განხილვის პროცესშია და როგორც კულება ამბობს, ის საწყისი რეაქციით კმაყოფილია.
