მარიამ ტყებუჩავა გადაცემის „ამბავი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი ყოფილი შეყვარებულის შესახებ გულახდილად საუბრობს.
მარიამი გვიყვება, რა სირთულეები ჰქონდათ ურთიერთობაში, რომლის გადალახვაც სამწუხაროდ ვერ შეძლეს.
„თავდაპირველას ეს ბიჭი საერთო მეგობრების წრეში გავიცანი და ცოტა ხნის შემდეგ მივხვდით რომ მოგვწონდა ერთმანეთი. როდესაც ურთიერთობა დასერიოზულდა, დიდი სიფრთხილით შეაპარა თავისებს, რომ უყვარდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავდა, რადგან ეს მათთვის თურმე ძალიან დიდი პრობლემა იყო. დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი შვილი გაცნობის და ასეთ დროს ძალიან ფრთხილი ვარ. ბოლოს მაინც მოიპოვა ნდობდა და გავაცანი. ბებიამისი მისთვის 18 წლის ქალიშვილს ეძებდა და ამაზე ერთად ვხუმრობდით.
მან თვითონვე მითხრა, რომ მის ოჯახს არ ეგონა, თუ ასეთი სერიოზული ურთიერთობა გვექნებოდა. შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი ვიდეოები არ მოსწონდათ და გვერდი გავაუქმე. მისმა საზოგადეობამ ბევრი ჭორი მომიგონა და რა აღარ მაკადრეს. გამიგია ტელეფონში კივილები, სადაც ვნახავ იქ ვითრევ. პრობლემა იყო ჩემი შვილი.
ძალიან უნდოდა ესპანეთის ნახვა და დაბადების დღეზე სიურპრიზი გავუკეთე. ორი თვით ადრე ვგეგმავდით ყველაფერს. საღამოს პაემანი გვაქვს და ველოდები მომაკითხოს. ამ დროს მხვდება 4 ფურცელი წერილი, სადაც ეწერა, რომ ძალიან დიდ წნეხს გადის და ამდენი აღარ შეუძლია. გავბრაზდი, თუმცა რა მექნა. ავდექი და მარტო წავედი ესპანეთში. შემდეგ რომ ჩამოვედი 3 თვეში ისევ შევრიგდით. მან 2 თვე ეცადა, რომ დედაჩემს მიეღო. როდესაც მისიანებმა გაიგეს, მონასტერში წაიყვანეს და ბიზნესის მიცემას დაჰპირდნენ. შემდეგ დამირეკა და წამოყვანა მთხოვა. ჩავედი და წამოვიყვანე. თავისებმა უთხრეს, რომ თუ ჩემთან იქნებოდა არაფერს აღირსებდნენ და მათთვის მკვდარი იყო. თავისი ძმაკაცებით დასცინოდნენ, რომ ჩასიძებული იყო. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ მისთვის გამეგო.
დაგეგმილია ქორწილის დღე. გავიდა სამი დღე და საშინელი წინათგრძნობა მქონდა. ვკითხე, რა ხდებოდა და რაზე ნერვიულობდა. შემომხედა და მითხრა, რომ არაფერი ხდებოდა. შემდეგ ფანჯრიდან ჩემოდნებით გადაძვრა. სახლში ჩემები იყვნენ და გადაწყვიტა ჩუდამ წასულიყო. თავისმა ძმაკაცმა მოაკითხა და თუთის ხის ქვეშ ელოდებოდა“, – ამბობს მარიამ ტყებუჩავა.
