LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სადღაც ერთი კვირით ადრე გურიკამ დამირეკა…ყველას ვენდობოდი, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა“ – სოფო ბიბილაშვილის მიმართვა

12 წლის წინ მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი პოდკასტში „შენი ამბავი“ თავისი შვილის მამიდის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ადრე ყველას ენდობოდა, თუმცა დღეს უკვე ეჭვი გაუჩნდა.

„მამიდამ რამდენჯერმე მთხოვა, რომ გურიკას კლასელს აეღო ვიდეო, სადაც მისი თქმით არასწორად საუბრობდა. მე ყველას ვენდობოდი. ეჭვი გამიჩნდა ახლახანს. შემდეგ გამიხარდა რომ დავინახე ფოტოში თაიასთან ერთად, მეგონა რამეს იტყოდა, მაგრამ არაფერი ილაპარაკა. მერე ბატონ ტარიელსაც არ შეხვდა. მაგათი გვერდში დგომაც მინდოდა. იქნებ რაიმე ეთქვათ.

სადღაც ერთი კვირით ადრე გურიკამ დამირეკა, წაყვანას მთხოვდა. წამიყვანეო. მე ხმამაღლა მომივიდა თქმა, მაცალე გავყიდო ჩემი რაღაცები და ბინას ვიყიდი მეთქი. ცოტა ხანში მამიდამისმა დამირეკა გურიკა რას გელაპარაკებოდაო. ვუთხარი რომ ჩემთან წამოსვლა უნდოდა. ამ დროს მე საკუთარი სახლში არ მქონდა და ბავშვი სად წამეყვანა“, – თქვა სოფო ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

ვიდეო: „იმდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის მოწმის მამა

ვიდეო: „გელაშვილის გოგო გამოდის და იძახის: „დედა, თურმე 3 დღის მერე ჩავიდა გურიკას საძებნელადო“… არ რცხვენია? ეგეც მშობელია და მეც? მაგას ჩემსავით არ უცხოვრია გამწარებული 12 წელი…“ – სოფო ბიბილაშვილი

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა 2-3 კვირით ადრე…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს