LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველივე დღეს მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს… ჩემი სტრატეგია მქონდა, დიდად არ ვაწუხებდი“ – შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის სიყვარულის ამბავი

შეფ ლევან კობიაშვილმა და ნინა ილურიძემ მცირე ხნის წინ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერას მათი პატარა გოგონა ესწრებოდა.

წყვილმა გაცნობის ისტორია გადაცემა „ჩვენ ოჯახში“ სტუმრობისას გაიხსენა.

ნინა:

„დაახლოებით შვიდი წლის წინ მე და დეიდაჩემი ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით სავახშმოდ. მახსოვს დეკემბერი იყო და რესტორანში ცოტა ხალხი იყო. რომ შევედით, გამჭოლი მზერა ვიგრძენი, გავიხედე და ლევანი დავინახე, შავი ფერის სამოსი ეცვა. უხერხელადაც კი ვიგრძენი თავი. ვერ ვიტყვი, რომ ლევანი ვერ ვიცანი. „მასტერშეფს“ აქტიურად არ ვიყურებდი, მაგრამ თვალს ვადევნებდი ჩემი უსაყვარლესი ძიძის დამსახურებით“.

ლევანი:

„ძალიან მომეწონა, თვალიც ვერ მოვწყვიტე. ვეძებდი მომენტს, რომ კონტაქტი დამემყარებინა. დესერტები ვაჩუქე, მე თავად მოვემსახურე. სხვათა შორის, პირველივე დღეს მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს.

„მედოკით“ გავუმასპინძლდი, რომელიც მაცივარში იყო და გამომშრალი იყო“.

ნინა:

„ამ შეხვედრიდან ერთი წელი არ გვქონია შეხვედრა“.

ლევანი:

„პანდემიის პერიოდი იყო. ერთხელ გადავიკვეთეთ მხოლოდ იმ პერიოდში. სოციალურ ქსელში ხანდახან დავუგულებდი ხოლმე ფოტოს, დიდადაც არ ვაწუხებდი, ჩემი სტრატეგია მქონდა“, – იხსენებს შეფმზარეული და სიცილით დასძენს: „დედამისის გამომცხვარი „მედოკი“ ჯერ არ გამისინჯავს“.

ვიდეო: ლევან კობიაშვილი რჩეულზე დაქორწინდა – კადრები ქორწილიდან და ჯვრისწერიდან

ფოტო/ვიდეო: „ჩემი სიყვარული“ – შეფ ლევან კობიაშვილის მეუღლე ქორწილის კადრებს გვიზიარებს