LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო – „ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება“

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება:

„ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.

განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იაშვილის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 7 სტაციონარში რჩება

„შემოვიდა 16 პაციენტი, ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა პაციენტი არის საჯარო ბაღებიდან“ – რას ამბობს მაია ჩხაიძე კლინიკაში ინტოქსიკაციით შესულ ბავშვებზე

ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე: შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება